Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:12 06.09.2018
"სამართლიანი პროტესტი, იძლევა იმედს, რომ ეს ფორუმი მომავალ წელს საერთოდ ვერ ჩატარდება"

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თვითონ ის ფაქტი, რომ რუსული მედიაფორუმი საქართველოში, მეოთხე წელია ტარდება და წელს მოჰყვა ორგანიზებული, სამართლიანი პროტესტი, იძლევა იმედს, რომ ეს ფორუმი მომავალ წელს საერთოდ ვერ ჩატარდება (წელს უკვე მოუწიათ განრიგისა და განსახილველი საკითხების შეცვლა, სამი მომხსენებელი საერთოდ არ შემოუშვეს ქვეყანაში, ბიზნეს-ლანჩი, სადაც მედიამენეჯერები უნდა მიეწვიათ, ჩავარდა, რადგან არავინ მივიდა) და კიდევ ერთხელ, ცალსახად მიანიშნებს, რომ სამოქალაქო პროტესტი, საოკუპაციო ბანერის გასწვრივ ავტობანზე დგომა, პატრულირება საოკუპაციო ზოლზე, კამპანია "წაუსტიკერე" და სხვა აქტივიზმი არასდროს არის ზედმეტი და რომ #ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი!

#ძალაერთობაშია! "–წერს ლაშა ბერულავა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge