Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:47 06.09.2018
ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტები საფრანგეთში ბიზნეს-სექტორს წარუდგინეს

პარიზში, საფრანგეთის ბიზნეს-კონფედერაციის (MEDEF) ცენტრალურ ოფისში, „ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა  ქალაქ ანაკლიის, ღრმაწყლოვანი პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტი წარადგინა. 

 

„ანაკლია სითის" დირექტორს და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ბატონ პასკალ მენიეს MEDEF-ის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს, მათ შორის,"MEDEF International France – Georgia Business council"-ის წევრებმა, MEDEF International-ის თავმჯდომარის მოადგილემ მარი-ანჟ დებონმა და „ექსპერტოს" დამფუძნებელმა, ლუდვიკ ჟირომ. შეხვედრას წამყვანი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ანაკლიის პროექტებთან ერთად, ღონისძიებაზე ქართული ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი ქალაქ ანაკლიის, ღრმაწყლოვანი პორტისა და ეკონომიკური ზონისა და მთლიანობაში, საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

„ანაკლია სითს" დირექტორის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ქეთი ბოჭორიშვილი პარიზში, "ბოლორე გრუპისსათავო ოფისში, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიისწარმომადგენლებსაც შეხვდა.  Bolloré, რომელიც მსოფლიოს 500 უდიდესი კომპანიიდან ერთ-ერთია, სატრანსპორტო სფეროში მუშაობის 200-წლიან ისტორიას ითვლის და მას მსოფლიოს მასშტაბით, 80 000 თანამშროელი ჰყავს. Bolloré აქტიურად მუშაობს ტვირთვის გადაზიდვის, სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებით.

 

„ანაკლია სითისა" და Bolloré-ს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა და ფრანგული კომპანიის პოტენციური ინტერესი, ანაკლიის პროექტის მეშვეობით, მათი სერვისების კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში  გავრცობის შესახებ. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge