Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:36 07.09.2018
მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს, 14 სექტემბერს, სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ გახსნის

14 სექტემბერი ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში 12:00 საათზე თავს მოიყრიან მწერლის ოჯახის წევრები, თაყვანისმცემლები და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმომადგენლები.


აქვე დაანონსდება რამდენიმე საინტერესო ღონისძიება, რომელიც მწერლის 90 წლის იუბილეს უკავშირდება და რომელშიც ნოდარ დუმბაძის  სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც მიიღებს მონაწილეობას. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი ისაუბრებს სამომავლო საერთაშორისო პროექტების შესახებ, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება, მათ შორის ქართულ-გერმანულ კოპროდუქციაზე, რომელიც ლაიფციგის საბავშვო თეატრსა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს შორის ახლო მომავალში შედგება.


რაც შეეხება ახალ თეატრალურ სეზონს, 14 სექტემბერს 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ გაიხსნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge