Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:43 07.09.2018
"ისეთი გაუბედურებულია შენი ოცნება, რომ კანდიდატიც ვერ შეარჩიე და კრემლმა შემოგიგდო"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ბორია , გახსოვდეს შენი ამომრჩევლები ანუ გრუზინები, სკამებს სცემენ პატივს და არა პიროვნებებს , რომლებიც კონკრეტულ სკამებს იკავებენ, ფასიან ქაღალდებს სცემენ პატივს და არა უფასო ფულს , დღეს არც სკამი გაქვს და არც ფულს იძლევი, 15 ლარად მამალი აღარ პეპლავს დედალს , შენმა მატარებელმა ჩაიარა, რადგან ერთჯერადად გადაიხადე მილიონები, როგორც თავად აღნიშნე , შენ ყველა გამოიყენე , ოღონდ ვისაც მილიონები გადაუხადე და ვინც ერთჯერადად მოიხმარე , ყველა შენს წინააღმდეგ არის დღეს, რადგან სულ უნდოდათ , რომ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებაში მილიონები გეხადა, ბოლომდე ეღრიალათ გირგვლიანიიი, ჟვანიააა, მოკლაა , მიშამ მოკლაა, ოღონდ მას შემდეგ შეწყვიტეს ღრიალი, რაც ფული აღარ მიეცი და მეორე არჩევნებია, გლანძღავენ, საკუთარი ნათქვამები უკან მიაქვთ ... ვინც ეს მილიონები მოგცა ერთჯერადად გამოსაყენებლად და ანტენების დასამონტაჟებლად, რომ ქვევრში ჩამხრჩვალი ბავშვი გეჩვენებინა არჩევნების ღამეს , შენივე მეწილის მიერ დადგმული ცოცხი გეჩვენებინა ქოცში და ერთ კაციანი პარტიები დაგეფინანსებინა , მისი დავალება ვერ შეასრულე, მიშა ვერ დააპატიმრე და ენმ -ი ვერ ჩამოშალე , ისეთი გაუბედურებულია შენი ოცნება, რომ კანდიდატიც ვერ შეარჩიე და კრემლმა შემოგიგდო სრულიად ცივილიზებული სამყარო შენ გიტევს, შენმა მატარებელმა ჩაიქროლა და შენმა ოცნებამ ჩაილურის წყალი დალია ......
ფრანსუა დე ხიხო Bonne nuit ყველა გზა მატროსოვისკენ მიდის adieu,"
– წერს მეგი გოცირიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge