Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:08 07.09.2018
„ნარკოპოლიტიკის სეგმენტში, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს“

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს - ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საქმე ეხება ამ შემთხვევაში მარიხუანას და ამ კუთხით არის დღეს ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას. ამაზე სასწრაფოდ არის საჭირო კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში იქნება უზრუნველყოფილი. „ასევე, რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც სხვა ტიპის ნარკოტიკებს და შესაბამის საკითხებს ეხება, ამაზე მუშაობა გაგრძელდება. შეიძლება, ერთიან პაკეტშიც განვიხილოთ ორივე ეს საკითხი”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge