Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:58 08.09.2018
„ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდიან იმ გზით, რა გზაზეც იდგა „ნაციონალური მოძრაობა“

 

 

„მიმაჩნია, რომ საზოგადოება ყველა ტელევიზიის დასაცავად სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა ეს ტელევიზია, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მიეცეს, უკვე მედისაშუალებებითაც გადაუკეტოს ადამიანებს ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბუჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ტელეკომპანია „იბერიაში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ბურჯანაძის თქმით, ტელევიზიაში განვითარებული პროცესების უკან ხელისუფლება დგას, რომელიც ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მონოპოლიზაციას ცდილობს.

„ამის უკან დგას ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფრის სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს. მას უნდა, რომ ხელში ჰქონდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, პარლამენტი, მთავრობა, მედია, სასამართლო და პროკურატურა. ამის თაობაზე ვაფრთხილებდი როგორც საზოგადოებას, ასევე ყველა მედიასაშუალებას. ვამბობდი, რომ აუცილებლად მოვა ყველა იმ მედიასაშუალების დრო, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მაუწყებლობს. ასე, რომ ჩემთვის ეს ინფორმაცია გასაკვირი ნამდვილად არ არის. ვთვლი, რომ საზოგადოება ყველა ტყელევიზიის დასაცავად სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია. ფეხზე უნდა დადგეს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მიეცეს, უკვე მედისაშუალებებითაც გადაუკეტოს ადამიანებს ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდიან იმ გზით, რა გზაზეც იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაამთავრებენ ზუსტად ისე, როგორც დაამთავრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. უბრალოდ, ამაში დასანანი და სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანა კარგავს ბევრ დროს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge