Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:28 08.09.2018
სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დედა და მცირეწლოვანი შვილი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge