Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:16 08.09.2018
„ვერ ვიხდი ვალს, ვამატებ და ვამატებ, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებულია, გამოიყენოს კანონით მინიჭებული ღონისძიებები - ინკასო, ყადაღა - მე გამოვდივარ და ტელევიზიაზე ზეწოლად ვაფასებ ამ ყველაფერს? სწორად გავიგე?“

ბლოგერი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში ომეგა ჯგუფის დავალიანების თემას ეხმაურება და წერს:

 

„ანუ რა ხდება... ვთქვათ, მე ვარ კომპანიის მფლობელი, რომელიც თავის მხრივ აფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიას. ამავე დროს ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე და აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ამ წლების განმავლობაში, მე - კომპანიამ 2-ჯერ მივმართე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა ვერ გადავიხადე და პირობების დარღვევის გამო ორივე გრაფიკი გაუქმდა (კანონმდებლობის შესაბამისად), მეტიც, 11-ჯერ, წერილობით მივმართე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. მოკლედ ვერ ვიხდი ამ ვალს, პირიქით - ვამატებ და ვამატებ, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული ხდება გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები - ინკასო, ყადაღა. ახლა გამოვდივარ და ტელევიზიაზე ზეწოლად ვაფასებ ამ ყველაფერს? სწორად გავიგე?“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge