Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:50 08.09.2018
„აგაშენათ ღმერთმა, თქვენ თვითონ გამოტყდით სიმართლეში და ნუღა გვიმტკიცებთ, რომ აფხაზეთი თქვენი ძირძველი მიწაა“

 

აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს რუსები „აგვარებდნენ“ და ხშირად იმართებოდა ხოლმე შეხვედრები მაღალ დონეზე. ასეთ შეხვედრებზე აფხაზები ყოველთვის იმას „აწვებოდნენ“, რომ შავიზღვისპირეთი მათი ძირძველი მიწა იყო და იქ ლამის ქრისტეშობამდე ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მოსკოვური შეხვედრისას აფხაზეთს ვლადისლავ არძინბა წარმოადგენდა, საქართველოს – შევარდნაძე. „მშვიდობის მტრედი“ კი ბორის ელცინი იყო. არძინბამ თავის სიტყვაში „აფხაზური მიწის ტრადიციულ ძირძველობას გაუსვა ხაზი“. ბორის ელცინი კი მას დაეთანხმა. შევარდნაძემ თავისი გამოსვლა უცნაურად დაიწყო და თქვა: „ბაბუაჩემი მიყვებოდა, რომ 1895 წელს სოხუმის სანაპიროზე ბანაობდა და წყლიდან რომ ამოვიდა, სამოსი აღარ დახვდა, რომელიც აფხაზმა მოიპარა...“ უცებ არძინბამ შევარდნაძესსიტყვა გააწყვეტინა  და თქვა: „ბატონ შევარდნაძეს აფხაზების დაკნინება სურს და ამიტომაც მოიგონა ეს ტყუილი. 1895 წელს აფხაზები სოხუმში საერთოდ არ ცხოვრობდნენო“.შევარდნაძეს გაეცინა და თქვა: „აგაშენათ ღმერთმა, თქვენ თვითონ გამოტყდით სიმართლეში და ნუღა გვიმტკიცებთ, რომ აფხაზეთი თქვენი ძირძველი მიწააო“.

 

 

 

 

რეპორტიორი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge