Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:49 09.09.2018
„80 ათას მოსახლეზე ერთი კანდიდატი გვყავს - ვაი შენ, უბედურო საქართველო“

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ირონიულ პოსტს აქვეყნებს:  

 

„თვეზე მეტია გრძელდება ჩემს წინააღმდეგ ფსიქოლოგიური და ბიო-ურო- ფიზიო ტერორი. ახლა დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო ჩემი ჩამოშორება საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ცხადია, რომ ამ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა 46 - დან ერთი, ან რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი კოლაბორაციულ რეჟიმში. დაუყოვნებლივ მოვითხოვ გამოძიების დაწყებას. ტერორისტული აქტი დადასტურებულია კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. საერთაშორისო თანამეგობრობას წარვუდგენ ფაქტებს, რომ თირკმელებში კენჭები ჩამიდეს და შენელებული მოქმედებით ახდენდნენ ტკივილების პროვოცირებას, სხვა თანმხლები პროცესებით. 
ამას ასე არ დავტოვებ! მოვითხოვ არჩევნებისა და ყალბი პროცედურების გარეშე მაღიარონ პრეზიდენტად! 
დედა, რა შარში ვართ ჰა? 80 ათას მოსახლეზე ერთი კანდიდატი გვყავს. ვაი, შენ უბედურო საქართველო“, წერს გოჩა მირცხულავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge