Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:04 09.09.2018
„დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ

„დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ ლგბტ პროპაგანდას, რომელსაც მათი თქმით, სპორტსმენებიც მხარს უჭერენ. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ყოველივე ამან მიიღო პროპაგანდის ხასიათი, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც ფეხბურთელ გურამ კაშიას მხრიდან ლგბტ დროშის ფერებიანი სამკლაურის გაკეთება იყო, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციამაც დაუჭირა მხარი. მედიასთან საუბრისას აქციის ორგანიზატორები ვერ აკონკრეტებენ, შევლენ თუ არა სტადიონზე და დაესწრებიან თუ არა ეროვნული ნაკრების თამაშს. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეები თამაშის მსვლელობის პარალელურად სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან გაჩერდებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge