Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:03 09.09.2018
"გამართლდა მოლოდინი, ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს და მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის“

ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს, ჩემი მოლოდინი გამართლდა, - ასე აფასებს არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერას დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია თავად მმართველი გუნდისთვისაც. "გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ცხადია დადებითი გადაწყვეტილებაა. მმართველი გუნდისთვისაც ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი და დემოკრატიულია",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge