Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:44 10.09.2018
"მაკ კეინს რამდენიმე დღში მიუთითებენ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ, სადაც ასკინკილით მოცეკვავე ეშმაკები გარს უვლიან კუპრიან ქვაბში მოლივლივე ბჟეზინსკის..."

პოეტი გიგლა ჭინჭარაული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამ დღეებში, თბილისში, კორპუსის კედელზე მაკ კეინის ვებერთელა სურათი დავინახე, არ შემშინებია, რადგან ვიცოდი რომ აქ არ ჩამოასვენებდნენ, მიუხედავად იმისა რომ ყველა სისაძაგლე ჩვენთან შემოაქვთ, ამდენი უარყოფითი ველით და ცოდვით დატვირთული ჩვენი მიწა ვეღარ აიტანდა მის ცხედარს... 


მაკ კეინი იყო მასონური განშტოების სატანური სამების წევრი, ზბიგნევ ბჟეზინსკისთან და სოროსთან ერთად, ბჟეზინსკი როგორც იდეოლოგი, მაკ კეინი პრაქტიკოსი, სოროსი დამფინანსებელი...მაკ კეინს რამდენიმე დღში მიუთითებენ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ, სადაც ასკინკილით მოცეკვავე ეშმაკები გარს უვლიან კუპრიან ქვაბში მოლივლივე ბჟეზინსკის...სოროსს კი რაც მალე გამოებმება ფეხზე ციკანი, მით უკეთესი. ეს ბჟეზინსკი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ექსპერტი და ამერიკელ პრეზიდენტების მასწავლებელი, იგი ითვლებოდა მსოფლიოს პირველ პოლიტოლოგად, მას უსმენდნენ, სწორედ ამ სატანამ თქვა 1990 წელს ევროპაში ერთერთ გამოსვლაზე ჩვენთვის ძალიან დასაფიქრებელი და დასკვნების გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენგანვე მეორე ყურიდან გაშვებული ფრაზა: "კომუნიზმის დამხობის შემდეგ, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, ეს არის მართლმადიდებლობა"–ო ხომ შეგახსენეთ რასაც ებრძვის ამერიკა და ევროპა ჩვენში, შემოვლითი გზებით, ეკონომიკით დაწყებული სპორტით დამთავრებული (კაშიას მაგალითი) რა კავშირშია ეს ყოველივე ეკლესიასთან, ფეისბუქს ვრცელი წერილები არ უყვარს და ამაზე იქნებ ნაწილ–ნაწილ სხვა დროს დავწერო... ჰოდა ეს პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე აცხადებს, ვარკეთილის მეტროს მაკ კეინის სახელი მივანიჭოთო, (ქართველებს სახელოვანი წინაპრები არ გვყავს) რეიგანის და ალიევის სახელები ვერ მომიშორებია და ეს კაცუნა ახლის დამატებას მაძალებს... განა სხვანაირი კანდიდატი იყო მარგველაშვილი თავის დროზე... გაიხსენეთ ძვირფასო გომბორელებო, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნიდან რომ გამომაძევეთ, (კომისიის თავმჯდომარე რომ გეუბნებოდათ: დაჰკარით რატომ არ სცემთო) ტროტუარიდან რომ გეძახოდით ორ წელიწადში გაიგებთ მარგველაშვილი ვინ არისო, მაშინ მას უკვე დაწერილი ჰქონდა გერმანულ ჟურნალში: "ქართველი ერი არის დებილიზმით დაავადებული ერი"–ო მე იმ კაცს ვაგინებდი, თქვენ კი ალბათ მე... ახლა მაინც ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ვისაც ჩემი არ გესმოდათ, შვილების დედებო და მამებო, მიგიძღვით თუ არა წვლილი იმ კანონების მიღებაში, რომლებიც მალე ჩვენს შვილებს თუ არა შვილიშვილებს დაგვიღუპავენ...


ვიდრე ჩვენს ცხოვრებას სხვები მართავენ, არავითარ არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს არის ხალხისთვის თვალებში ნაცრის ყრა და დროის გაყვანა, რათა ხელისუფლებაში მთლიანად უტვინო და უნამუსო თაობა მოიყვანონ, რომელიც უცხოთა დაუხმარებლად მოჭრის იმ ტოტს რომელზედაც ზის. 


P.S.

1989 წელს ზვიად გამსახურდიამ მიტინგების საშუალებით შეაჩერებინა გადაწყვეტილება: ევროპიდან რადიაციული ნარჩენების შემოტანისა და სოფელ სააკაძის სიახლოვეს სარკოფაგში დამარხვის, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ერთერთი პირველი კანონი მიიღეს საკვებ პროდუქტებზე კონტროლის შესახებ, რათა დაეცვათ ხალხის ჯანმრთელობა ჭარბი ქიმიისგან, მახსოვს დეზერტირების ბაზარში რა დღეში ჩააგდო ხალხმა საზამთროს გამყიდველი, რომელიც ნიტრატებზე ცნობის გარეშე ყიდდა პროდუქტს, ასეთი უნდა იყოს ხელისუფალი, ასეთი უნდა იყოს რიგითი მოქალაქე..."–წერს გიგლა ჭინჭარაული.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge