Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:11 10.09.2018
"სიმბოლურია, რომ სააკაშვილის რევანშისტული ბანაკი პირწმინდად "ვაშაძისტურია"–დავით ზარდიაშვილი

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ღრმად სიმბოლურია, რომ სააკაშვილის რევანშისტული ბანაკი პირწმინდად "ვაშაძისტურია". არა მხოლოდ იმიტომ, რომ, იქ ორი ვაშაძეა - ერთი საპრეზიდენტო კანდიდატად წოდებული და მეორეც ვითომ მის ერთგვრ იდეოლოგად მოწოდებული, არამედ უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ "ვაშაძისტობა", როგორც სუფთა რუსული მოვლენის - "ნა-ურაზე" წასვლის ერთგვარი ქართული სახე, მთავარ სტრატეგიად ამჟამადაც ისევ აირჩიეს.


საკუთარი ყოვლად უსაფუძვლო რევანშისტულ ჟინის დაკმაყოფილება მხოლოდ "ნაურაზე" წასვლის გზით ესახებათ. "ნაურაზე წასვლა" კი სხვა არაფერია, თუ არა უკანმოუხედავად, უპასუხისმგებლოდ და ყოველგვარი რაციონალური არგუმენტის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერ ფასად მოწინააღმდეგის განადგურების მიზნად დასახვა.


სოციალური დემაგოგიაც, რაც მათი საარჩევნო კამპანიის საფუძველთა საფუძველია, სწორედ "ნაურაზე" წასვლის კლასიკაა: 400 ლარიანი პენსია და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,როცა არც არავითარი რესურსი და არც რაიმე ბერკეტი ამისთვის მომავალ პრეზიდენტს არ ექნება, რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ყოვლად უპასუხისმგებლო ცრუ დაპირებებია.


ყველაზე სასაცილო კი ის არის,რომ იდეოლოგიურად თავს ბევრი მათი მომხრე "ანტი-სოციალისტადაც" კი მიიჩნევს, ხოლო სინამდვილეში - უპასუხისმგებლო და ძალზე მდარე ხარისხის, ყოვლად უვარგისი იაფფასიანი პოპულიზმის ამარად და იმედად თუ არიან.


ცხადია,სარჩევნო კამპანიაში დემაგოგიის გამოყენება იმდენად არა, რამდენადაც "ნაურაზე" წასვლის უფრო "რევოლუციური გზაა" მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი.ბუნებრივია, მათ იმდენად არჩევნები კი არა, არამედ ამ არჩევნებით როგორმე რაც შეიძლება მეტი არეულობის შექმნა უფრო ამოძრავებთ.


ვაშაძისტები,ე.ი. სინამდვილეში - რუსული გზის ადეპტები, ანუ - ნაურისტები ცოტანი არ არიან, მაგრამ არც იმდენნი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოიპოვონ და მათი რევანში სხვაგან არსად, მხოლოდ რ-2-ის ვირტუალურ ფანტაზიებშია შესაძლებელი.


რასაკვირველია, ამ არჩევნების ბედიც კვლავ პირველსავე ტურში გადაწყდება, რადგან პოპულიზმისა და სოციალური დემაგოგიის ეფექტურობისა უკვე აღარავის სჯერა, გარდა ყოვლად უიმედო ოლიგოფრენებისა და წყალწაღებული ნაძირლებისა."–წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge