Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:30 10.09.2018
"შევაჩეროთ ერთმანეთზე თავდასხმა და მთელი რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება"

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებს „თავდაუსხმელობის რეჟიმზე“ გადასვლისკენ მოუწოდებს. როგორც ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციამ მთელი რესურსი უნდა მიმართოს იმისკენ, რომ არჩევნებში არ გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს ღიად აბრალებს ომის დაწყებას.

 

„მინდა მივმართო სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია უბრალოდ ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები. ჩვენი ყველას ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

საპრეზიდენტო კანდიდატი ასევე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ არჩევანის გაკეთებისას ჯერ ქვეყნის ინტერესი გაითვალისწინონ და შემდეგ - პარტიული.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge