Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:33 10.09.2018
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა-ელჭექით, მათ შორის იწვიმებს თბილისშიც, ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში მოსალოდნელია სეტყვა.

 

11 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 30 გრადუსი.

 

12–14 სექტემბერს, დღისით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22–30 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში კი 26–31 გრადუსი, თბილისში – 31 გრადუსი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge