Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:53 10.09.2018
ლაგოდეხში ძაღლები ჩამოახრჩეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლები ჩამოახრჩეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.


მომხდართან დაკავშირებით ლაგოდეხის პოლიციამ გამოძიება დაიწყო და დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, ნინიგორის მკვიდრია.

 

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 259-ე მუხლის მიხედვით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ავტორ(ებ)ი : http://reginfo.ge