Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:37 10.09.2018
„ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა და თუ მინისტრი დაიწყებას ამას, კარგია"

ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია განათლების მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქანთარიას თქმით, მინისტრმა თვითონ უნდა განმარტოს, თუ რატომ განახორციელა საკადრო ცვლილებები. "ადრეც ვთქვი, რომ ის ძალიან დიდი, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა და საკმაოდ რთული იქნება-მეთქი. რეფორმები ჩასატარებელია, მაგრამ ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, კონკრეტულად ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, ამას ალბათ, თვითონ ახსნის. ფაქტია, რომ განათლებაში საჭიროა ძირეული რეფორმები, რომელიც ვერავინ გაბედა და თუ ის დაიწყებას ამას, კარგია", - განაცხადა ქანთარიამ.

განათლების მინისტრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, პოსტი დატოვა მინისტრის ორმა მოადგილემ თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge