Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:23 10.09.2018
აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ პრინც ხუან ბაგ­რა­ტი­ონ­ის მეუღლე, ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი და­ი­ნიშ­ნა

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ პრინც ხუან ბაგ­რა­ტი­ონის მეუღლე, ყოფილი მოდელი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი და­ი­ნიშ­ნა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებს გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას. „მას 7 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეკ­ლა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2016-2017 წლებ­ში, ამე­რი­კულ, დი­ზა­ინ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნია „ნო­მად ჰილ“-ში ის იკა­ვებ­და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი­სა და მრჩე­ვე­ლის პო­ზი­ცი­ას კომ­პა­ნი­ის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. ამა­ვე კომ­პა­ნი­ას ის წარ­მო­ად­გენ­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.2010-2014 წლებ­ში ქრის­ტი­ნე მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი მო­დის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევ­და ფრან­გუ­ლი მა­ღა­ლი მო­დის ბრენ­დებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. 2014 წლი­დან დღემ­დე ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ქარ­თუ­ლი ფონ­დის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.


გა­ნათ­ლე­ბით აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ახა­ლი მო­ად­გი­ლე სო­ცი­ო­ლო­გია და ფლობს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­სა და მა­გის­ტრის ხა­რის­ხებს სო­ცი­ო­ლო­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2011-2014 წლებ­ში, მან გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო რო­ბერტ სორ­ბო­ნის სა­ხე­ლო­ბის ფრან­გუ­ლი ენი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სას­წავ­ლე­ბელ­ში. ფლობს სამ უცხო ენას - ინ­გლი­სურს, ფრან­გულ­სა და რუ­სულს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge