Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:10 11.09.2018
ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს

სხალთის ეპარქია ხულოში ორი ტაძრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

"9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის.

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

აღსანიშნავია რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი",- ნათქვამია განცხადებაში

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ჯორჯიან თაიმსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge