Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:52 11.09.2018
"ხელისუფლების წევრები ასახელებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს და მის ჩართულობას ხელისუფლების მართვის პროცესში"

ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"უკვე ორი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ნათელს ხდის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლის და ხელისუფლების მიზანს, დაიტაცოს "იბერია", ხელისუფლების წევრები ასევე ასახელებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს და მის ჩართულობას ხელისუფლების მართვის პროცესში.

დაუფარავად, ღიად მოითხოვენ "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები როგორც ტელევიზიის "ახევას", ასევე ქრთამებს, ერევიან ბიზნესში, ითხოვენ წილებს და ა.შ.

ქვეყანა კრიმინალისა და კორუფციის ჭაობშია.

პროკურატურაში კი ამ დრომდე არ აღძრულა საქმე "ქართული ოცნების" გავლენიანი და მათთან დაახლოებული პირების მიმართ.

რაიმე კითხვები ვინმეს დაგრჩათ - რა ტიპის მმართველობის რეჟიმში ვცხოვრობთ?" - წერს გამზარდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge