Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:58 11.09.2018
"ამერიკა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მკაცრი სანქციებით ემუქრება: "ჩემს მოქალაქეებს თუ გაასამართლებ, ვაი შენს დღესო"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოცილურ ქსელში წერს:

 

"ამერიკა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მკაცრი სანქციებით ემუქრება: "ჩემს მოქალაქეებს თუ გაასამართლებ, ვაი შენს დღესო". 
ჰააგის სასამართლომ კი - "ვაშინგტონო, მე შენი არ მეშინია, რადგან სამართალი ჩემს მხარეს არისო".

საქმე ეხება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავღანეთში ჩადენილ დანაშაულობებს, რომლებიც შესაძლოა ჰააგის სასამართლომ განიხილოს.

დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი დაიმუქრა, რომ ჩვენი მოქალაქეების მფარველობისთვის ყველა ხერხს და მეთოდსა გამოვიყენებთ და ჰააგის სასამართლოს იზოლაციას გავაგრძელებთო.

გავიხსენოთ, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი აქვს წარდგენილი."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge