Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:00 11.09.2018
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს - საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი. 
საბჭოს სხდომაზე საკითხები წარადგინეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე განიხილეს ასევე შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის განათლებისა და რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და ეროვნული მედეგობის გაზრდის შესაძლებლობები.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge