Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:40 11.09.2018
უჩა მამაცაშვილი პროკურატურას მიმართავს

უჩა მამაცაშვილი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და „მისი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებასთან დაკავშირებით“ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

უჩა მამაცაშვილი ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„ლეგენდები ჩემი, ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ. გამონაკლისი, არც ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.


შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს“, - ნათქვამია უჩა მამაცაშვილის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge