Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:03 11.09.2018
„ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს მარიხუანას უცხოეთში?!

ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ძალიან რთულია. ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?! ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge