Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:05 12.09.2018
.შემდეგი იქნება „ფორბსის“ რეიტინგი, სადაც რომელიღაცა ბრძენი ადამიანის ქონება ერთი მილიარდით იქნება გაზრდილი...„“

ფეისბუკმომხმარებელი ზურა სალუქვაძე სოციალურ ქსელში მარიხუანას ექსპორტის თემას ეხმაურება და წერს:

 

„ჯერ შემოაგდეს თემა, მერე დაიჭირეს მყვირალა პლანის მწევლები, მერე ააყვირეს გირჩი, მერე ბერამ დაგვამღერა ლეგალაიზო, მერე გირჩს შეატანინეს სარჩელი დეკრიმინალიზაციაზე, მერე სასამართლომ გამოაცხო ლეგალიზება, მერე გოიმები და ხამები საჯაროდ ეცნენ მოსაწევს და გააბოლეს, მერე ჩემნაირები აყვირდნენ, ახალგაზრდებს რა მაგალითს აძლევთ და გაამკაცრეთ რეგულაციებიო, მერე ჩემნაირებმა და გირჩისნაირებმა აგინეს ერმანეთს და არავის მოგვსვლია აზრად, რომ ამ ყველაფერს შეიძლება მესამე ძალა მართავდა, მერე ყველა დავწყნარდით და თითქოს მივაღწიეთ კონსესუსს, რომ საჯაროდ მოწევა ქაჯობა და უპასუხისმგებლობაა და ჩაწყნარდა თემა. ამასობაში მთავრობას შერჩა ასე თუ ისე დაკმაყოფილებული ორივე მხარე და ლეგალიზებული მარიხუანა... ხოდა ზღაპრის ბოლოს კანაფის ექსპორტის გენიალურმა იდეამაც გაიჟღერა საბოლოოდ, წელში გამართულად და ხმამაღლა.... შემდეგი იქნება საჯარო განხილვა თუ ... ააააააბა, რა სარგებელი მოაქვს კანაფის ეეეექსპორტს....შემდეგი კი იქნება „ფორბსის“ რეიტინგი, სადაც რომელიღაცა ბრძენი ადამიანის ქონება ერთი მილიარდით იქნება გაზრდილი... მაგრად შეგვისრულა მთავრობამ ... ბრავო, სერიოზული სცენარისტები გყავთ. წლების შემდეგ კი, როცა იკითხავენ რა დაჯდა მაგ ბიზნესის დაწყებაო... საქართველოს ახალგაზრდობის 30%-ის ჯანმრთელობა და მომავალიო, უპასუხებენ..., “ წერს ზურა სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge