Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:45 12.09.2018
"ომს ვუცხადებ ამ მოქალაქეობრივ კიბოს! ბატონო ბიძინა და მისო ამფსონებო, რა არის ეს, თუ არა ქართული სახელმწიფოს გაბითურება?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:


"ჩემთან მოვიდა მონაზონი, რომელიც მცხეთა-თბილისის ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობს და მომიყვა, რომ გასულ ზაფხულს მათი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის მინდვრები ქცეული იყო ნარკო ველად. ნარკომოვაჭრეები პაკეტებს ტოვებდნენ მასიურად და ლოკაციას ტელეფონით უგზავნიდნენ ნარკომანებს.


მინდვრები სავსე იყო ახალგაზრდა ნარკომანებით, რომლებიც ამ პაკეტებს იქვე მოიხმარდნენ და ეყარნენ დუჟმომდგარნი და თვალებამოტრიალებულნი.


მონაზონმა არა ერთხელ მიმართა მცხეთის პოლიციას, მაგრამ პოლიციის რეაქცია იყო ნული. ერთ საღამოს მან მინდორში ნახა ადამიანი, რომელიც ბუჩქებიდან ბრუნდებოდა და ჰკითხა, თუ რას აკეთებდა იქ. ამ ადამიანმა დამცინავად უპასუხა, მაგ საქმეზე არა ვართო და ჩაიარა. მონაზონმა უტყუარად ამოიცნო მასში ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი საპრეზოდენტო კანდიდატი, რომელსაც რელიგიური მასხარას სტატუსი აქვს.


ამის შემდეგ მონაზონმა მიმართა საპატრიარქოს, რომელმაც თავის მხრივ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც მცხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც მანამდე მონაზვის მიმართვებს სრულიად აიგნორებდა, გამოეცხადა მონაზონს და ძალიან შეშინებული ელაპარაკა: რა ვქნათ, ხომ ხედავთ რამდენი სამთავრობო მანქანა ამოდის მინდორზე. ბევრი ნარკომანი პოლიტიკოსის შვილიაო.


ერთზე კი უთქვამს ეს საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიტორის შვილიშვილია, რომელიც თბილისს უმღეროდაო.. მე განგებ არ ვასახელებ ამ ადამიანების გვარებს, რადგან ვინდობ მათი ოჯახის წევრებს, მაგრამ მზად ვარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მივცე ჩვენება თუ რომელი მონასტრის რომელ მონაზონზე ვსაუბრობ, რადგან მისგან ამის თანხმობა მაქვს.


თუ შსს აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკოპროპაგანდა კანონით ისჯება, მაშინ  აგვიხსნას, როგორ შეიძლება ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი და ნარკოპროპაგანდისტი იყოს ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ნარკოტიკს 16 წლიდან მოიხმარს ანუ აღიარებს, რომ წლების მანძილზე იყო კანონდამრღვევი, ახლა კი ჩვენმა ქვეყანამ მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.



მე გეკითხებით თქვენ ბატონო ბიძინა და მისო ამფსონებო, რა არის ეს თუ არა ქართული სახელმწიფოს გაბითურება?



მე კატეგორიულად მოვითხოვ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თუ თვითონ ვერ ხვდებიან რომელ მონასტერსა და მონაზონზე ვსაუბრობ, მე დამკითხონ, რათა შემდგომში ამ მონაზონისგან აიღონ ჩვენება და კანონის ფარგლებში იმოქმედონ.



ჩვენს პატივცემულ ძალოვან ორგანოებს, რომლის ავტორიტეტსაც ეს სიტუაცია მალე გაანადგურებს, ვატყობინებ, რომ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს დაწესებულება, რომელსაც რატომღაც ახატია სამეფო გვირგვინი და აწერია „აფთიაქი“ და რომელშიც დღისით, მზისით მიდიან ნარკომანები და იქვე გამოდიან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ დაწესებულების შესამოწმებლად გამოძახებულ პატრულს დახვდა დაცვა, რომელმაც უთხრა, რომ ეს არის ისრაელის მოქალაქის ბიზნესი და მათ დაწესებულების შემოწმების უფლება არ აქვთ.. “

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge