Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:30 12.09.2018
"პასუხისმგებელი ვარ ჩვენი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე"–მამუკა ბახტაძე

ბუნებრივია, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი ამომრჩევლისა და ქართული საზოგადოების წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ დაწყებულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა მას ჟურნალისტმა დაზუსტება სთხოვა გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. 

 

„ჩემი აზრით პოზიცია ერთგვაროვანი იქნებოდა, ვინც მოუსმენდა ჩემს კომენტარს. მე მახსოვს, როდესაც საქართველოს რკინიგზაში ვმუშაობდი, კომენტარის გაკეთება მომიწია იმის თაობაზე, ჩვენი ოპონენტები რომ ამბობდნენ, ორსართულიანი მატარებელი ვერ გაეტეოდა გვირაბში. მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის საკითხებზე, კომენტარი ზედმეტია და ამ ყველაფერს შეგვიძლია ღიმილით შევხედოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურს აღნიშნული შეკითხვა მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გუშინ დაუსვეს.

 

Financial Time-ს მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუსის კითხვაზე, არის თუ არა ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, პრემიერმა უპასუხა, რომ იგი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის, „ქართული ოცნების" და საზოგადოების წინაშე, დანარჩენი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge