Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:04 12.09.2018
სტრასბურგში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სტრასბურგში, საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შეჯახებისას მანქანაში ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა. ორივე მათგანი საფრანგეთის მოქალაქეა. მოზარდები საავადმყოფოშია არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „საკონსულო სამსახური კონტაქტზე იმყოფება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან და საფრანგეთის შესაბამის უწყებებთან. მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო გარდაცვლილთა საქართველოში დროულად გადასვენების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ორი მოქალაქის, მ.პ-სა და ქ.თ-ს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით,”- ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge