Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:06 12.09.2018
„სსრკ-ს დროს, სვანეთშიც არსებობდა კანაფის პლანტაციები, მაგრამ ჩიტიც ვერ გადააფრინდებოდა და ახლოს მისვლაც არ შეიძლებოდა!“

ბლოგერი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება კანაფის მოყვანისა და ექსპორტზე გატანის თემას:

 

„არ ვიცი "ოცნება" რამდენად შესძლებს გაკონტროლებას, იზორიას იმედი დიდად არ მაქვს, საზღვრებისთვის ვერ მიუხედავს... აი, გახარიასი კი... მაგარი ბიჭია ნარკომანიის სამსახურის უფროსი ლაცაბიძე, 20 ბარიგა (ეს რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი?!)) დაიჭირა რამდენიმე თვეში, პირდაპირი მტკიცებულებით, ჩანაწერებით და ყველაფრით... ორგვამა ვანოსავით კი არ უდებენ, ან ვირთხა ადეიშვილივით კი არ აბრალებენ ბარიგობას ადამიანებს, რეალურად მუშაობს პოლიცია, რაც, მერწმუნეთ, არ არის იოლი საქმე მყარი მტკიცებულებების მოპოვება.... ალბათ, ეროვნული უშიშროების დონეზე უნდა აიყვანონ საკითხი, მაგრამ არის მაგრამ.. აი, ჩვენ რომ ტოტალიტარულ რეჟიმს ვეძახით, ზუსტად მაგ დროს, 70-იანებში და 80-იანებშიც, სსრკ-ს დროს, სვანეთშიც კი არსებობდა კანაფის პლანტაციები, მაგრამ ჩიტიც ვერ გადააფრინდებოდა და ახლოს მისვლაც არ შეიძლებოდა!.., იცავდა შეიარაღებული საბჭოთა მილიცია, ნაგაზებითურთ... მოკლედ, მე მინახავს რა.. ტელევიზიის სპეცსაშვით ვიყავი შესული.. სასწაული სანახაობა კი არის, ისე... თითქმის ტყეა რა... გარეულად მოსულ ბუჩქებს წვავდნენ! იოლად ვრცელდება არეალზე. ამიტომაც იყო მოსახლეობსგან შორს.. იყო, იყო კანაფის პლანტაციები, სსრკ-ში იყო!.. ველოსიპედს არავინ იგონებს... სვანეთში, კანაფის და თამბაქოს უზარმაზარი პლანტაციები იყო, კართოფილი მოდის კიდევ.. სხვა , საექსპორტო არაფერი... ჰო , კიდევ ტარდებოდა რეიდები ბაღ-ბოსტანში... რა ვიცი, მაგ დროს არ მახსოვს მოსაწევს წაველეკეთ, მით უმეტეს, სვანური "პლანი" არ ითვლებოდა დიდად კარგად, "ტრუხა" იყო, ბელაქანის ფასობდა.. და კიდევ, სვანებს აქვს საუკუნოვანი კულტურა, მოიხმარდნენ საკვებში... მათი ორგანიზმისთვის აუცილებელია კანაფის მწვანილად მოხმარება.. ნუ დამესევით და ნუ ჩამქოლავთ, ისტორია მოგიყევით მხოლოდ... მაშინ, გასაღებაზე იყო მგონი, 15-დან დახვრეტამდე... ნუ, რაღაც ძალიან დიდი ვადა...ჩასახედია სსრკ კანონმდებლობაში... p.s. არ უნდა ამ ამბავს ისტერიკა, ექსპორტი, აპრიორი "მოსაწევის" გაყიდვას არ ნიშნავს. . . კარგად მოსაფიქრებელი თემაა.. შესძლებენ კი, კონტროლს?!“, წერს მანჩო გიორგობიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge