Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:54 12.09.2018
„პოლიციელს ფეხქვეშ გარდაცვლილი შვილის ფოტოს რომ დაუდებ, მიდი დააბიჯეო, ის კი ამას არ გააკეთებს, მერე შეაფურთხებ და დედას უმწარესად აგინებ, ეს უკვე მეტისმეტია!“

უწყებათაშორისი კომისიის წევრი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიციელს ფეხქვეშ გარდაცვლილი შვილის ფოტოს რომ დაუდებ და ყვირილს დაუწყებ, მიდი დააბიჯეო, ის კი ამას არ გააკეთებს, მერე ამ უდანაშაულო პოლიციელს რომ შეაფურთხებ და დედას უმწარესად აგინებ, ეს უკვე მეტისმეტია!!! ეს ყველაფერი უკვე შენს პიროვნებაზე მეტყველებს!!! გარეწარი "ნაცების" ახალგაზრდული გვერდით რომ დაგყვება, არსად დაგეკარგოს!!! ღმერთო, ცხოვრებაში რანაირი მძიმე ჯვარის ტარება არ უნდა დამჭირდეს, როგორი გამწარებულიც არ უნდა ვიყო, გთხოვ, ასე სახეს ნუ დამაკარგვინებ!!!“, წერს დავით ლილუაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge