Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:33 13.09.2018
ისრაელისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობამ შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს

ისრაელის მასმედია თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ ეთერში ფართო რეპორტაჟი გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ავიგდორ ლიბერმანი პირველად იმყოფება და ხაზი გაუსვა მის განცხადებას ქართველი და ებრაელი ხალხების ათასწლოვანი მეგობრობის ისტორიასთან დაკავშირებით („ჩვენ სამშობლოს დაცვაში დაგეხმარებით“).



ტელერეპორტაჟში ნათქვამია, რომ ავიგდორ ლიბერმანი შეხვდა ქართველ კოლეგას, განიხილეს ირანისა და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული სიტუაცია, ხელი მოეწერა თამამშრომლობის დეკლარაციას, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ დეტალებს ჯერ-ჯერობით არცერთი მხარე არ ამჟღავნებს.



„როგორც მიმომხილველები ამბობენ, ისრაელისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობამ შეიძლება საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი გააღიზიანოს, რომლისთვისაც თბილისი პოტენციური მოწინააღმდეგეა აფხაზეთან და სამხრეთ ოსეთთან დამოკიდებულებაში. გარდა ამისა, რუსეთი, თავის მხრივ, მაინცდამაინც არ იზიარებს ისრაელის ინტერესებს და რაკეტებს აწვდის ებრაული სახელმწიფოს მტრებს - სირიას, ირანს და თურქეთს“, - აღნიშნულია მასალაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge