Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:49 13.09.2018
რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“, არამედ, ამ კომპანიის მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდის აქციებს, სადაც შედის ბრენდები - „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“...

 ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მთავარ თემას - კანაფის წარმოება და ექსპორტი - ეხმაურება და ვრცელ განმარტებას აკეთებს:

 

„ყოფილი პრემიერის ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები გუშინ თითქმის მთელი დღე აცხადებდნენ, რომ „მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს და ამას ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმან საქსის“ აქციების ფლობით ხსნიდნენ. ოპონენტების მტკიცებითვე 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობდა. რადგან აქ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ ინსიუნაციებთან, რამაც შეიძლება ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს, მსურს სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“ აქციებს, არამედ, ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს. ამ ფონდში შედიოდა ამერიკის ინდუსტრიის ისეთი აღიარებული ბრენდები, როგორიცაა „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“, „ჯპ მორგანი“, „პფაიზერი“, „ბენქ ოფ ამერიკა“, „შევრონი“ და ა.შ.

რაც შეეხება თვითონ „ გოლდმან საქსის“ ფუნქციას ამ ყველაფერში: 2018 წელს ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „ქონსთელეიშენ ბრენდმა“ იყიდა 38%-იანი წილი სხვა კომპანიაში. მისი სახელიწოდებაა „ქანაფი გროუსი“ და „გოლდმანსაქსი“ ამ გარიგებაში გამოდიოდა მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის როლში. კერძოდ, მყიდველმა კომპანიამ დაიქირავა „გოლდმანსაქსი“ როგორც მრჩეველი ამ ტრანზაქციის განხორციელებაში. რაც შეეხება თავად „ქენეფი გროუსს“, ეს კომპანია დაკავებულია კანაფის მოყვანით, იმ შტატში, სადაც ლეგალურად არის სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუნას წარმოება და ექსპორტი დაშვებული.

შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ „გოლდან საქსის“ როლზე ამ სქემაში, ის გამოდის ამ გარიგების არა დამფინანსებელი, არამედ, ამ გარიგების ფინანსური მრჩეველი. ასეთი პრაქტიკა არის რა საინვესტიციო ბანკინგის საერთაშორისოდ აღიარებული მომსახურების სფერო, ბუნებრივია არის ამერიკულ მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკისა და უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატის „გოლმან საქსის“ აქტივებშიც, რაც გასაკვირი სულაც არ გახლავთ . მსურს განვმარტო, რომ ზოგადად წამყვანი კომპანიის მიერ სხვა კომპანიის მრჩევლის ფუნქციის შესრულება, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესრულებისას, აბსოლიტურად სხვა რამეა, ვიდრე საერთოდ მინიმალური ოდენობის აქციების ფლობაც კი ამავე კომპანიაში, მით უმეტეს ამ კომპანიის მიერ დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდში“, წერს გოგიტა ცუცქირიძე..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge