Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:16 14.09.2018
ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.

 

ამასთან, “სისხლის სამართალის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფისა და მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ასევე, ცვლილებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge