Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:37 14.09.2018
„ეს უზნეო საქმეა, ეს არის სიკვდილით ვაჭრობა, უამრავი ადამიანის უბედურებაზე აწყობილია და რაც უნდა დიდი ფული მოიტანოს, მომხრე არ ვიქნები“

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში ეხმაურება კანაფის კულტივაციის თემას და ამ საკითხისადმი მმართველი გუნდის დამოკიდებულებას:

 

„ზაზა პაპუაშვილის გარდა, ,,ქართულ ოცნებაში'' კიდევ ერთი კაცი აღმოჩნდა, ვინც ხმამაღლა აპროტესტებს საქართველოს მარიხუანიზაციას! თუ ჯანდაცის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკომაფიის ჯიბის დეპუტატია, მისი მოადგილე პარლამენტარი მირიან წიკლაური სრულიად საწინააღმდეგო აზრზეა: ,,ნარკოტიკზე მსოფლიოში მოთხოვნაა და ამისგან “დილერები” დიდ შემოსავალს ღებულობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავის თავზე მოიხმაროს ვაჭრობა და ეს ბინძური საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს. თუ სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას დამზადებაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ეფექტურობა დადასტურებული არ არის. თუ სხვა ქვეყნის მოსახლეობას ნარკოტიკს მივაწვდით და ამით ზიანს მოვუტანთ, ეს ჩემთვის მოზანშეწონილი არ არის. ზოგადად, მსოფლიოში ნარკოტიკებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ზნეობრივი ბიზნესი არ არის. ეს უზნეო საქმეა, ეს არის სიკვდილით ვაჭრობა. უამრავი ადამიანის უბედურებაზე აწყობილია და რაც არ უნდა დიდი ფული მოიტანოს, მომხრე არ ვიქნები”... აგაშენოს ღმერთმა!“, წერს გიგაური.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge