Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:32 14.09.2018
„ჟურნალისტები, რომლებიც ამ ინტერვიუს ფრაგმენტს სკანდალური სათაურით "მეზობელი აფხაზეთი" ავრცელებთ, მსმენელი ბრიყვი და დაზომბებული გგონივართ!“

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიის რეაქციას პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ გამოსვლაზე: 

 

„კარგით რა, რადგან არჩევნებია, ამიტომ ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო, ყველაფერზე ხომ არ უნდა წახვიდე! რა იყო, რა მოხდა, არ იცით, რომ აფხაზეთი სამეგრელოს მეზობელია, სამეგრელო იმერეთის და ასე შემდეგ! არ გჯერათ, მაშინ გადაშალეთ იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარი" (მესამე და მეოთხე წლისათვის), გვერდი 497 და წაიკითხეთ შემდეგი: "სამეგრელო იმერეთის დასავლეთითა სძევს. ჩრდილოეთით ამ ქვეყანას საზღვრავს სვანეთი, აღმოსავლეთით -იმერეთი, სამხრეთით-რიონი, დასავლეთით შავი ზღვა და ჩრდილო-დასავლეთით მის საზღვარს შეადგენს სამურზაყანო", გაიგეთ თავად იაკობ გოგებაშვილი ამბობს სიტყვა საზღვრავს, დიახ საქართველოს კუთხეები ერთმანეთს საზღვრავენ და ემეზობლებიან, დიახ ჩვენ ერთ კორპუსში მცხოვრები ადამიანებიც კი ერთმანეთს ვესაზღვრებით და ვემეზობლებით! ასე არ არის!? "სამეგრელოს და მეზობელ აფხაზეთს შორისო" ამბობს ადამიანი გასაგებად, საქართველოს და მეზობელ აფხაზეთს შორისო ხომ არ უთქვამს?! ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის არის, რომ ჟურნალისტები, რომლებიც ამ ინტერვიუს ფრაგმენტს სკანდალური სათაურით "მეზობელი აფხაზეთი" ავრცელებთ, მსმენელი ბრიყვი და დაზომბებული გგონივართ! ნამდვილად არ გამოვირჩევი პოლიტიკური აქტივობით და არც მომავალში ვაპირებ ამას, მაგრამ თვალებში ნაცარს რომ მაყრიან ძალიან არ მომწონს!“, წერს კალანდია

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge