Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:29 05.10.2018
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სუვენირებთან ერთად, მინიატურული ზომის გასაშლელი რუკების დარიგება, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხივანლის რეგიონის გარეშეა აღნიშნული

ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სოციალურ ქსელში ჭადრაკის ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

 

„ჭადრაკის ფედრაცია ფეისბუქზე განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, თუ რამდენად მიუღებელია ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე სუვენირებთან ერთად მინიატურული ზომის გასაშლელი რუკების დარიგება, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხივანლის რეგიონის გარეშეა აღნიშნული, არამედ ამის გამკეთებელ ხანტი მანსისკიის დელეგაციას დღესვე უნდა დაატოვებინონ ოლიმპიადა. მითუმეტეს, ხანტი მანსისკი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, ფიდეს წევრი ვერ იქნება და ტურნირზე გუნდით არ არის წარმოდგენილი. ასეთი თავხედი სტუმრები უნდა გამოაძევონ სასტუმროდან და მიაბრძანონ საქართველოდან, თუ ამხანაგი დვორკოვიჩი დგას ამის უკან, თავის დვორკოვიჩიანა.! ეს ურა პატრიოტიზმი არაა, ელემენტარული ღირსების დაცვის საკითხია და ჭადრაკის ფედერაციას ეს არ უნდა ეშლებოდეს. P.S. ისე, რამე რომ იყოს, სახელმწიფო უსაფრთხოება იმას უნდა იძიებდეს, რომ ეს "საჩუქრები" მასობრივად როგორ გამოატარეს ქვეყნის ტერიტორიაზე.“, წერს მელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge