Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:54 11.10.2018
„ომი სწორედაც სააკაშვილმა დაიწყო იმიტომ, რომ რუსებისგან დიდი ფული ჰქონდა აღებული“

“სმირნოვების მუზეუმის” დირექტორი, ლიტერატორი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება და წერს:

 

„რამდენი იდიოტი დადის კიდევ ამქვეყნად, ვისაც სააკაშვილი საქართველო ჰგონია და რუსეთი კიდევ - პუტინი?! დიახ, ომი სწორედაც სააკაშვილმა დაიწყო. იმიტომ, რომ რუსებისგან დიდი ფული ჰქონდა აღებული და "ტერიტორიების დამბრუნებლის" მანტიის მოსხმა სურდა! ოქრუაშვილმაც, სწორედ მაგიტომ გააუქმა ერგნეთის ბაზრობა და მიძინებული კონფლიქტი განაახლა ცხინვალში. ასევე, კოდორის ხეობაც, სწორედ მაგიტომ განაიარაღეს და "ზემო აფხაზეთი' დაარქვეს! დღეს კი, ეს ტყვიაველი ტეტია, რომელიც მილიონერად იქცა თავდაცვის დახურულ ფონდებში ბიზნესის რეკეტით გადარიცხული ფულის გამო, დამდგარა და კიდევ ბევრს ლაპარაკობს! ეს ჩვენი "რეიტინგული ჟურნალისტები" კი, ტელევიზიებშიც იწვევენ და სიტყვასაც არ ეკითხებიან ამის შესახებ?!“, წერს ბაია ამაშუკელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge