Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:13 11.10.2018
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს და მთავარეპისკოპოს მაკარის ანათემა მოუხსნა

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია“, - აღნიშნა პოროშენკომ. ამასთან, უკრაინული გამოცემა „ლიგა“ წერს, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი განაგრძობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების პროცედურას. ამის შესახებ, სტამბოლში, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს და მთავარეპისკოპოს მაკარის ანათემა მოუხსნა და აღნიშნა, რომ კიევის სამიტროპოლიტო მოსკოვის საპატრიარქოს უკანონოდ გადაეცა. „მსოფლიო პატრიარქს, როგორც პირველს თანასწორთა შორის, სურს დაუბრუნოს თავისი კანონიკური უფლება და დააბრუნოს (უკრაინის) ეკლესია კონსტანტინოპოლის მმართველობაში“, - განაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge