Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

10:29 12.10.2018
საბერძნეთში გარდაცვლილი 24 წლის ქართველი ემიგრანტი გოგონა სავარაუდოდ, მოკლულია

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.


„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები 24 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს. დაუზუსტებელი ცნობით, ის სავარაუდოდ, მოკლულია.

ავტორ(ებ)ი : ინტერპრესნიუსი