Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:57 12.10.2018
„ანაკლია სითისა" და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები ფრანკფურტში გამართულ გერმანულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ

„ანაკლია სითისა" და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"   წარმომადგენლები ფრანკფურტში გამართულ გერმანულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ. ღონიეძიებას, რომელიც გერმანიის ფედერალური მთავრობისა და საქართველოს ხელისუფლების პატრონაჟით ჩატარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაც. ფორუმი გერმანული საინვესტიციო კორპორაციის (DEG) ხელმძღვანელმა, კრისტიან ლაიბახმა გახსნა და ის ქართულ-გერმანული ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს  მიეძღვნა.

 

 

ღონისძიებაზე  „ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა მონაწილეებს ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები გააცნო. იგი ერთ-ერთი სპიკერი იყო სადისკუსიო პანელზე „ლოგისტიკა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა".  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თედო ჯაფარიძე, რომელმაც საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

 

ფორუმი - „გერმანულ-ქართული ბიზნესი და კოოპერაცია"  KFW-ი, გერმანიასა და ევროპაში ლიდერი, გერმანული სახელმწიფო ბანკის ოფისში გაიმართა.   შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ლოგისტიკა და ტრანსპორტი, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, პროფესიული განათლება და გადამზადება, გერმანული ინვესტიციები საქართველოში.

 

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები გერმანულ-ქართული ბიზნეს პარტნიორობის ხელშესაწყობად.   

 

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყვნენ ისეთი ბიზნეს-ინსტიტუციები, როგორებიცაა:  GIZ, UNIDO, DWV , OAOEV და "აწარმოე საქართველოში".

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge