Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:09 17.10.2018
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვია ანგარიშით 0:3 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია ანგარიშით 0:3 დაამარცხა. ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ტურის შედეგად 12 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილი გარანტირებული აქვს, რის შედეგადაც "უეფას" ერთა თასის ნახევარფინალში იასპარეზებს. მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ გახსნა. 29-ე წუთზე ვაკო გვილიამ საქართველოს ნაკრები 2-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. 61-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში დაააფიქსირა.

შემდეგ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს სტუმრად ანდორას შეხვდება, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge