Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:18 04.11.2018
„ვხედავ ბევრ ცვლილებას და მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს, რომ ქვეყანა ასე განვითარდა”

ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი თბილისში პარასკევს გამთენიისას ჩამოფრინდა და კომპანია ევროპაბეთის სარეკლამო სახე იქნება. პირლომ ვიზიტის მეორე დღის პირველი ნახევარი ჟურნალისტებს დაუთმო და პირველი კომენტარები გააკეთა.

 

“აქ სარეკლამო რგოლის გადასაღებად ჩამოვედი. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საქართველოში სტუმრობის საშუალება. თბილისში პირველად 2006 წელს ჩამოვედი, შემდეგ 2010 წელს - ვხედავ ბევრ ცვლილებას და მინდა, კომპლიმენტი ვუთხრა ქართველებს იმის გამო, რომ ქვეყანა ასე განვითარდა,” - განაცხადა პირლომ. პირველი ოფიციალური კომენტარის შემდეგ, POPSPORT.COM-მა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ვიდეო-ინტერვიუში, რომელსაც ჩვენს ვებ-გვერდზე უახლოეს დღეებში იხილავთ, პირლო ისეთ თემებზე საუბრობს, რაზეც აქამდე არ უსაუბრია. გარდა ამისა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა გულშემატკივრების კითხვებსაც უპასუხა - ფეხბურთის მოყვარულებმა პირლოს კითხვები ევროპაბეთის ფეისბუქის გვერდზე დაუსვეს. გულშემატკივრები ანდრეას პასუხებს ასევე POPSPORT.COM-ზე და ევროპაბეთის ფეისბუქის გვერდზე მალე ნახავენ.ინტერვიუების შემდეგ პირლო ისევ გადასაღები მოედნისკენ გაემართა. როგორც იცით, მილანისა და იუვენტუსის ლეგენდის ვიზიტის მიზანი ევროპაბეთის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა. პირლოსთან ერთად ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე მუშაობს, რომელმაც სხვადასხვა დროს “მერსედეს ბენცის”, “როლექსის” და “პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთანთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.“ევროპაბეთის” მხრიდან ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ არჩევა მისმა პერსონამ და თამაშის მანერამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას. ევროპაბეთის რგოლზე სარეკლამო კომპანია WINDFOR'S მუშაობს, გადაღებებს Metro Production აწარმოებს.


ანდრეა პირლო კარიერის საუკეთესო წლებში ისეთ საფეხბურთო გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა მილანი და იუვენტუსი, 6-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2006 წელს კი, იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. პირლო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული და თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.

 


 

 

popsport.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge