Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:35 08.11.2018
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"

გავლენიანი ამერიკელი დამოუკიდებელი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, საქართველომ 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით ნამდვილ პროგრესს მიაღწია. 



ექსპერტი ფიქრობს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, ამას კი წინ საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მეტი გამჭვირვალობა უძღვის. 



„ასევე, ვისურვებდი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გაზრდას წამყვან ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ შთაბეჭდილების მოხდენას შეეცადა წარსულში ფრანგი დიპლომატის და განათლებული ქალის მხარდაჭერით. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა ბევრი შეძლოს, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე“, - აცხადებს ანალიტიკოსი "ამერიკის ხმასთან" საუბარში. 



პოლ გობლი ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე მუშაობს და უკვე რამდენიმე ათეული წელია ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკოსად ითვლება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge