Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:29 08.11.2018
ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი იწყება

ახალციხის კოოპერატივ “კოდი”-ის თაფლის ნიმუში გერმანიის ბაზარზე გაიგზავნა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, თაფლმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ის აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. მისი თქმით, კოოპერატივი დაახლოებით 2 წელიწადში უკვე ინტენსიურად დაიწყებს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. კოოპერატივმა თავისი საქმიანობა ფერმერთა ასოციაციისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის დახმარებით განავითარა, რომელის ფარგლებშიც მათ სხვადასხვა მანქანა-დანადაგარები გადაეცათ. “რამდენიმე საექსპორტო შემოთავაზება უკვე გვქონდა. ჩვენი თაფლის ნიმუშები ჯერ-ჯერობით ვცდილობთ, რომ დავმკვიდრდეთ ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, დაახლოებოთ 2 წელიწადში ვფიქრობთ, რომ ინტენსიურად დავიწყოთ ჩვენი პროდუქტის ექსპორტი”, - ამბობს კოოპერატივის “კოდი” წარმოადგენელი გიორგი მერაბიშვილი. 

 

 

bm.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge