Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:38 08.11.2018
„თუ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გული მოიგო და სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ერთ წელიწადში, როგორც ანაკონდა ახრჩობს თავის მსხვერპლს, ისე დაგვახრჩობს ყველას“

ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გამარჯვებაზე ისაუბრა:

 

“თუ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გული მოიგო და სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ერთ წელიწადში, როგორც ანაკონდა ახრჩობს თავის მსხვერპლს, ისე დაგვახრჩობს ყველას. გაცილებით გაჭირდება ჩვენი ცხოვრება, გაცილებით გაღრმავდება ეს ჭაობი და უფსკრული. ხომ ვიცით, რა კოზირები უჭირავს ხელში და ასევე მან იცის ჩვენი განწყობები და ფიქრობს, იქნება კიდევ ერთხელ მოგვატყუოს. წინა ხაზზე უნდა წევდნენ ადამიანებს, რომლებიც არიან წესიერი, განათლებული, მშრომელი და პატრიოტი. ნაცვლად ოლეგ იაძისა. ამას წინათ იძახდნენ, დათო ზეიკიძე დავიბრუნეთო. როგორ შეიძლება ახალაიებზე კარგი სიტყვა დამცდეს. ძალადობის ფორმატში ახალაიები ზეიკიძესთან შედარებით ანგელოზები არიან. სს კოდექსში მუხლი არ არის, რომ 90-იან წლებში მას დარღვეული არ ჰქონდეს. კიდევ კარგი ჯაბა იოსელიანი არ არის ცოცხალი, თორემ იმასაც გვერდზე დაიყენებდნენ და ამ კამპანიაში ჩართავდნენ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge