Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

01:09 09.11.2018
“სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა “ერთ ოჯახზე”

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლას ჰელსინკში და წერს:

 

“სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა “ერთ ოჯახზე”. ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს – მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია. არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო – ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა”,, – წერს  თამარ ჩერგოლეიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge