Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:53 09.11.2018
„არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს"

ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და  საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ირლანდიის სენატის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირეს და დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია სენატორებმა. სენატორ დერმუდ უილსონის განცხადებით იგი შეძრწუნებილია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით.  საკუთარ გამოსვლაში მან საქართველოში განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა.

 

"ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა.  სულის შემძვრელი იყო მავთულხლართებით გახლეჩილი ოჯახები. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარების ხელს უწვდის მათ. უნდა აღინიშნოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მათ შორის ირლანდიელი მონიტორების დამსახურებაც, რომლებიც ადგილზე, ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას.იმედი მაქვს, რომ სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია შეიტანს თავის წვლილს და ერთ დღეს, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს და მის ხალხს გაერთიანებულს,"-განაცხადა სენატორმა დერმუდ უილსონმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის სენატმა 20018 წლის 7 ნოემბერს  ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ/Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union", რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციას. რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge