Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:51 09.11.2018
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს - დეტალები

აქედან ფეხს არსად გავადგამთ, აქ ვიქნებით, ვიდრე ყველა ჩვენს კითხვას პასუხი არ გაეცემა,-ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც ის თბილისის მერიის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებმა საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ტერიტორია უნდა დატოვონ.

 

„ეს იმას ნიშნავს, უსასრულოდ რომ იდგეთ პარლამენტის წინ თუ სხვაგან, ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებთ, იდექით რამდენი ხანიც გინდათ. ეს არის ჩვენი მისამართით გამოგზავნილი სიტყვები. აქ რომელი ბავშვებიც არ უნდა იყვნენ და რომლებმაც უნდა იზეიმონ, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან მე და ზაზა ვიცავთ ამ ბავშვებს. ამაში მთელი საქართველო დარწმუნებულია. ეს არის ის ხელისუფლლება, რომელიც ბავშვებს ხოცავს. ნაძვის ხის დადგმა არის ფულის გათეთრება, სხვა არაფერი, ამათ სხვა არაფერი აინტერესებთ. აქედან ფეხს არსად გავადგამთ, ვიქნებით ვიდრე ყველა ჩვენს კითხვას პასუხი არ გაეცემა“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ აქციებს 2 თვეზე მეტია მართავენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge