Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:36 09.11.2018
"შეუძლიათ ქალაქში ნახონ სხვა ადგილი" - კალაძის პასუხი შვილმოკლულ მამებს

თბილისის მერი კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება. მერის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს, მერია კი კანონის შესაბამისად იმოქმედებს:

 

„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge